იტალიაში ქართველ ტურისტს თავს დაესხნენ

2019-05-16 13:47:51

იტალიის ქალაქ პალერმოში გუშინ ღამით ქართველ ტურისტს და მასთან მყოფ იტალიელ ადვოკატს თავს დაესხნენ – სცემეს და გაძარცვეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ხუთი დამნაშავე მათ მანქანასთან დახვდა. როგორც ცნობილია, წაღებულია მობილური ტელეფონი, საფულე და ასეულობით ევრო.

სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.