რუსთავში 8 გველი დაიჭირეს

2021-05-22 00:31:30

რუსთავში, აპრილისა და მაისის თვეში 8 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, სულ 15 გამოძახება შევიდა ცენტრში, თუმცა შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, ხომ არ არის რუსთავში გამოკვეთილი კონკრეტული უბნები, სადაც ქვეწარმავლების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, თუმცა დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, გამოძახებები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ქალაქში არსებული თითქმის ყველა უბნიდან შედის.

გამოძახებები ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით საცხოვრებელი სახლების ეზოებიდანაც ხდება.

მოსახლეობას, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სამუშაო საათებში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 341 24 10 44/ 24 28 16.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები