რუსთავში, რუსთავის ციხის რესტავრაციის დროს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ე.წ. ქვაყრილიანი ორმოს სამარხი აღმოაჩინა. [ვიდეო/video]
წინასწარი ინფორმაციით სამარხში დამარხულია ერთი მამრობითი სქესის მოზარდი, 9 სხვადასხვა ფორმის, ზომის და ორნამეტებით შემკული თიხის ჭურჭელი, ასევე შეწირული ცხოველების ნეშთები.
როგორც "ინფო რუსთავს" ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა სამრხი უნდა დათარიღდეს შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიან ბრინჯაოს გარდამავალი ხანით, კერძოდ ძვწ.აღ XIV-XIII-XII საუკუნის შეიძლება იყოს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთ მონაკვეთზე გაგვეჭრა საკონტროლო თხრილი რათა დაგვედგინა კულტურული ფენების თანამიმდევრობა და უნდა ითქვას, რომ ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს თხრილი ჩვენთვის" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განაცხადა.