რუსთავის ციხის რესტავრაციის დროს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ XII-XIII საუკუნის ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინა. [video/ვიდეო]
როგორც რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განცხადა ერთი მონეტა მიეკუთვნება რუსუდანს, ხოლო მეორე მონეტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
" ერთი კვირაა რაც მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, ჯერჯერობით მხოლოდ ბალახისაფარისაგან და ნაშალ-ნაყარი მიწისაგან გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია, თუმცა უკვე დავადექით კულტურულ ფენას, სადაც გამოვლენილია რამდენიმე სამეურნეო ორმო. სამეურნეო ორმოები არქეოლოგებისთვის ძალიან ინფორმაციულია, რადგან ბევრი ნივთია ხოლმე აღმოჩენილი, დღეს დავიწყეთ ერთ-ერთი ორმოს ამოსუფთავება და უკვე გავქვს არაერთი მოჭიქული ჯამი და ორი მონეტა" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში ისტორიული ციხის რესტავრაცია ერთი თვის წინ განახლდა.
ამ ეტაპზე ციხის ჩრდილოეთ ზღუდის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს.