ახალგაზრდა კაცმა სასაფლაოების ტერიტორიაზე თავი მოიკლა

2021-02-01 21:43:22

გურიაში, სოფელ აცანაში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცმა სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით, სოფელში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე მიიყენა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.