ხანძარი რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი ოთახში არსებულ რბილ ინვენტარს წაეკიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.