Grand Tour-ის ეპიზოდი რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანში არის გადაღებული ეთერში უკვე გავიდა. ნახეთ გადაცემა
ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი, რომელსაც ავტომოყვარულები გადაცემა Top Gear-იდან იცნობს, კოლეგებთან ერთად საქართველოში გასული წლის 2 ოქტომბერს იმყოფებოდა. პროდიუსერებმა გადაცემის ჩაწერა ბათუმიდან დაიწყეს, იმყოფებოდნენ გორში, თბილისში და რუსთავში საიდანაც საქართველო წითელი ხიდის გავლით დატოვეს და გადაღებები აზერბაიჯანში გააგრძელეს.
საქართველოში ყოფნის დროს წამყვანებმა ისაუბრუს ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე, იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, მოინახულეს სტალინის სახლ-მუზეუმი ბოლოს კი ახალი BMW M 850-ის, aston martin DBSI-ის და bentley continental-ის ტესტ-დრაივი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩაატარეს.
ჯერემი კლარკსონი BBC-ის გადაცემა Top Gear-ს ორ თანაწამყვანთან ერთად 2002 წლიდან 2015 წლამდე უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც კლარკსონი გადაცემიდან სკანდალურად გამოუშვეს, მან Amazon Prime-ისთვის ახალი გადაცემა, Grand Tour შექმნა, რომელშიც ის და მისი თანაწამყვანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.