Top Gear-ს წამყვანები რუსთავში [photo]

2018-10-04 11:35:25

ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი, რომელსაც ავტომოყვარულები გადაცემა Top Gear-იდან იცნობენ, რუსთავში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო მისი კოლეგა რიჩარდ ჰემონდიც.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, წამყვანები რუსთავის ავტოდრომზე Grand Tour-ის ერთ-ერთ ეპიზოდის გადასაღებად იყვნენ ჩამოსულები. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მალე ახალი BMW M 850-ის, aston martin DBSI-ის და bentley continental-ის მიმოხილვას უნდა ველოდეთ. ძვრადღირებული ავტომანქანები რუსთავის ავტოდრომზე გაიტესტა.

ჯერემი კლარკსონი BBC-ის გადაცემა Top Gear-ს ორ თანაწამყვანთან ერთად 2002 წლიდან 2015 წლამდე უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც კლარკსონი გადაცემიდან სკანდალურად გამოუშვეს, მან Amazon Prime-ისთვის ახალი გადაცემა, Grand Tour შექმნა, რომელშიც ის და მისი თანაწამყვანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.