გამწვანების აქცია რუსთავში [photo]

2021-11-12 17:41:02

რუსთავის მე-9 საჯარო სკოლისა და კოლეჯ "მოდუსის" ეზოებში გამწვანების აქციები მოეწყო.

აქციის ფარგლებში, ტერიტორიებზე კიპაროსისა და ტუიების ხეები დაირგო.

გამწვანება სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ"-ს ორგანიზებითა და სხვადასხვა სექტორის ჩართულობით განხორციელდა.

"გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და იუენდიპის დაფინანსებით დავიწყეთ პროექტი "თანამშრომლობა მმწვანე რუსთავისთვის", რომელიც სხვადასხვა სექტორის ჩართულობით მიმდინარეობს. მათ შორის გვეხმარება რკინიგზა, რომელმაც გვაჩუქა ტუიებისა და კიპაროსის ნერგები. ასევე, ჩართულია რუსთავის მერია, რომელმაც ტექნიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩართულია მოსახლეობა, თანადაფინანსების შესაძლებლობა ჰქონდათ მათ და ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. გაგრძელდება ეს აქცია, ორშაბათს უკვე სხვა ნერგებს დავრგავთ, რომელსაც სამინისტროს სანერგე გადმოსცემს რუსთავს საჩუქრად. ჯამურად დაირგვება 500-ზე მეტი ნერგი", - განაცხადა მაღედანმა.

გამწვანების აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.