სასწრაფო დახმარების ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

2026-11-20 14:30:09

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, სასწრაფო დახმარების ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.  

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეჯახება ადმინისტრაციულად გაფორმდა.