გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

2026-11-19 18:43:32

19 ნოემბრის  შუადღიდან  20 ნოემბრის შუაღამემდე  დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს  მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო).