სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობების გამო ყველის საწარმო დახურა

2026-11-16 17:32:17

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა.

ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

"იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში)  და მ. ჭ. -ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი  დიდი ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა N6.) კუთვნილ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები   სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ და არ იყვნენ რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ობიექტებზე  აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული  ყველიც, რომელიც დაილუქა ინსპექტორების მიერ.  
აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და  შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე. 
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და  საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით",- ნათქვამია განცხადებაში.