2026-11-09 14:15:15
სამეგრელოში, სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამდროისთვის უცნობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფოტო:ოდიში ტვ