ტელეკომპანია "ფორმულას" შენობაში ხანძარია

2026-11-04 17:06:25

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულაა" განთავსებული, ხანძარია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკაა მობილიზებული.

შენობიდან თანამშრომლების ევაკუირება მიმდინარეობს.