2026-10-20 18:10:08
წალენჯიხაში ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შედეგადაც სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ამ დროისთვის უცნობია.