2026-10-15 12:30:04
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა სასაფლაოს მიმდებარედ მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ჯებირს შეეჯახა ამობრუნდა, მძღოლი კი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო.