რუსთავი-ლილოს გზაზე ავარია მოხდა

2026-10-11 20:43:57

რუსთავი-ლილოს გზაზე, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც საინფრომაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობდეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.