ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

2026-10-11 18:13:38

ოზურგეთში, ერთმანეთს მიკროავტობუსი და „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში თბილისიდან ოზურგეთში ჩამოსული ექიმები იმყოფებოდნენ.

"გურია ნიუსი" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შეჯახების შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ერთი დაშავებული კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ და საჭირო დახმარება გაეწიათ.

როგორც საინფორმაციო საგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსლ-ს 276-ე მუხლით დაიწყო.