ხიდი ჩაინგრა და ავტომობილი მდინარეში ჩავარდა

2026-10-07 13:52:39

ფშავში, სოფელი კანატიასთან ხიდი ჩაინგრა და მანქანა მდინარეში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილიდან მძღოლის უსაფრთხოდ ამოყვანა მოხერხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.