უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2026-10-06 11:09:13

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის, ფილიპინების, სომხეთის, უზბეკეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ერაყის, კენიის, ნეპალის, ნიგერიის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 107 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3300-მდე პირი",- ნათქვამია განცხადებაში.