2026-09-27 14:42:29
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ საბათლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 27 წლის კაცი, ავტომობილით დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც სოფელში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჯერ რაიონის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას ცდლობს.