მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა

2026-09-26 11:41:09

სამტრედიაში ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის კაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა.

გზად მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც 21 წლის კაცი ავტომობილიდან გადმოვიდა, მატარებელი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკს 275-ე მუხლით მიმდინარეობს.