2026-09-07 14:11:05
გომისმთის გზაზე მეწყერის ჩამოწოლის გამო გადაადგილება შეიზღუდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.
ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
დამეწყრილ ტერიტორიაზე ელოდებიან ტექნიკას.