“იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“

2026-08-29 10:49:09

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მოვარდნილი მეწყრული მასის გამო, აღნიშნული გზის კმ98-კმ151 (სოფ.საყდარი-ლასდილი) მონაკვეთსა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია განცხადებაში.