თბილისის ზღვაში 6 დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

2026-08-28 15:13:36

თბილისის ზღვაში რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოზარდის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. 

ფაქტი დაგვიდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურშიც, სადაც გვითხრეს, რომ არასრულწლოვნის ცხედარი 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა",- გვითხრეს უწყებაში.