ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

2026-08-28 11:29:05

პოლიციამ ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო  სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვა სცადა, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.