სად იზღუდება ავტომობილთა გადაადგილება 20 დღით

2026-08-13 20:32:32

დაგეგმილი სამუშაოების გამო 20 დღით საავტომობილო გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 4 სექტემბრის ჩათვლით
მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზით",- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.