ქვემო ქართლში ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა

2026-08-03 17:05:46

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 30 წლის ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.