მდინარეში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

2026-07-30 13:11:45

მდინარე წყალწითელაში 30 წლის კაცი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მისი მეგობარი და კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ბრიგადა აქტიურად იყო ჩართული და იპოვეს მამაკაცის ცხედარი. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს