ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

2026-07-26 17:46:22

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული, ინფორმაციით დაშავებულებს სხვადასხვა სახის ტრამვები აღენიშნებათ და ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” კლინიკის მენეჯერმა, გიორგი შათირიშვილმა უთხრა, რომ მედიკოსები დაშავებული ქალის მძიმე მდგომარეობის დასტაბილურებას ცდილობენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.