2026-07-22 19:05:04
45 000 ლარი უკანონოდ დაუფლების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარედგინა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თითქოსდა აუქციონის გზით ავტომობილის შეძენის და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 45 000 ლარს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ",- ნათქვამია განცხადებაში.