რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა გასულ წელს

2026-07-21 15:27:19

2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში 1 480 669 ადამიანს აქვს მართვის მოწმობა აღებული (რაოდენობაში შედიან ისინიც, ვინც მართვის მოწმობა მხოლოდ თეორიისა და მოედნის ეტაპების გადალახვის შემდეგ აიღეს).

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოს მასშტაბით 29 647-მა ადამიანმა ჩააბარა გამოცდა და მართვის მოწმობა აიღო.

2026 წლის I კვარტალში (პირველადი მონაცემებით) საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობა 7383 ადამიანმა აიღო.

Police.ge-ზე გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობის შესახებ სტატისტიკა პერიოდულად ახლდება.