საქართველოდან უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე გააძევეს

2026-07-21 11:22:01

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ტაილანდის, ფილიპინების, ალჟირის, ეგვიპტის, იორდანიის, სუდანის, ლიბანის, ნიგერიის, ჩინეთის, ყაზახეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 102 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ",- ნათქვამია განცხადებაში.