2026-07-16 21:20:54
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვეპლა, 1 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი მგზავრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.