2026-06-23 13:27:28
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივების განცხადებით, რამაზ ძმანაშვილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მინდორში არსებულ თხრილში ჩავარდა, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.