2026-06-16 14:18:37
2 ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ხაშურში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში დაეხმარა მისი ძმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე ავტომანქანით მიიყვანა, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვაში დაეხმარა",- ნათქვამია განცხადებაში.