2026-06-08 01:04:17
ჩოხატაურში, ერთ-ერთ მდინარეში, შვილის გადასარჩენად ჩასული კაცი დაიღუპა.
გურია ნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა კაცი მდინარეზე სათევზაოდ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, მის გადასარჩენად ჩასული მამა დაიღუპა.
“პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული”,- ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი.
საინფორმაცი სააგენტო “ინფო რუსთავი” შსს-ში დეტალებს არკვევს.