2026-06-05 11:16:02
კახეთში, სოფელ ახშანში, კვადროციკლით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა.
"მთავარი ამბები კახეთიდან" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ.
შეჯახების შედეგად ბიჭმა თავის და ყბა-სახის მძიმე ტრამვა მიიღო და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მეორე დაშავებულს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა ადგილობრივ სავადმყოფოში უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.