2026-06-01 11:39:05
ქვემო ქართლის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც ბოლნისში 7 წლის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ფაქტი საინფორმაიცო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.