2026-05-26 21:42:30
2026 წლის 26 მაისს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის დაწესებული სანქციების ობიექტების სია გააფართოვა - სანქციები დაუწესდა დამატებით სამ კომპანიას, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებული ფირმები უკავშირდებიან რუსულ კრიპტოგაცვლის ქსელ A7 network-ს.
AIFORY - „ეიაიფორი“: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2023 წელს. მფლობელი იყო მოქალაქე გიორგი ნუცუბიძე, თუმცა 2024 წლის ბოლო ამონაწერით - მიხეილ გევორქიანი (საქართველოს მოქალაქე).
ARVIX - „არვიქს“: 2023 წელს რეგიტრირებული ფირმა; მფლობელია თამაზ გარაევი;
RAPIRA - „რაპირა გრუპ“: 2026 წლის რეგისტრირებულია 2022 წელს, მესაკუთრედ მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი. 2026 წლის 13 მაისს მან მიმართა სამეწარმეო რეესტრს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლის რეგისტრაციის მიზნით. შესაბამის ამონაწერში იგი „ლიკვიდატორად“ არის მოხსენიებული.
საქართველოს ეროვნულ ბანკს 39 სუბიექტი ჰყავს რეგისტრირებული, როგორც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი“ (VASP-ი).
ინფორმაციას რადიოთავისუფლება ავრცელებს.