ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინა

2026-05-20 12:33:40

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვეტერინარული კლინიკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელესინდივიდუალური მეწარმე ზ. გ. -ის (მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა N22) კუთვნილ ვეტერინარულ კლინიკაში„ოთხი თათი“. სახელმწიფო კონტროლის დროს ობიექტში აღმოჩნდა ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი.

სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლსუწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევისაღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501",- ნათქვამია განცხადებაში.