უკრაინაში 24 წლის ქართველი დააკავეს

2026-05-19 17:40:31

კიევში დააკავეს 24 წლის ქართველი კაცი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ავტომობილები დაწვა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით,  დაკავებულ ქართველს ბრალი სხვისი ქონების განზრახ დაზიანების ფაქტზე წარედგინა.

ქართველი მარტის დასაწყისში უკრაინაში სამუშაოს საძიებლად ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, Telegram-ის საშუალებით მან იპოვა სამუშაო, რაც რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების ავტომობილების დაწვას გულისხმობდა. უკრაინული მედია წერს, რომ ეჭვმიტანილმა პარტიზანული დიდების პარკში ცეცხლი წაუკიდა Cherry Tiggo 2-ის მარკის ავტომობილს, ხოლო გრიგორენკოს პროსპექტზე - Ssang Yong Rexton-ს

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ბინაში დააკავეს. მას ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, რომელშიც რუსეთის სპეცსამსახურებთან მიმოწერის მტკიცებულებები ინახებოდა. ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, გირაოს სახით კი 133 ათასი გრივნა განესაზღვრა