2026-05-19 16:32:34
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ.
დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან.
შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კირამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთვს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფოტო: ambebi.ge