30 წლამდე მამაკაცი მოკლეს

2026-05-08 17:15:28

საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე, კორპუსის პარკინგთან ცივი იარაღის გამოყენებით 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.