2026-05-07 11:44:47
ქოსალო-მარნეულის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
"Opel"-ის მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შემთხვევის შედეგად დაშავებული 52 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.