2026-05-06 17:26:35
გურჯაანში 36 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
"მთავარი ამბები კახეთიდან" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სოფლის მიმდებარედ ვენახის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ცეცხლი გაუხსნეს.
გარდაცვლილი წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობდა და სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.
მათივე თქმით, მომხდარს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ურთიერთშელაპარაკება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულიხსმობს.