ქვემო ქართლში, ქორწილში კაცი დაჭრეს

2026-04-22 11:22:24

მარნეულში მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, საქორწილო დარბაზში მოხდა. ქორწილის დროს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.