ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

2026-04-11 20:02:26

სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულთა შორის 2 ქალი და 1 მამაკაცია.

დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა „ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

საინფირმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.