სახლში ახალგაზრდა ცოლ ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

2026-04-04 17:16:13

თბილისში, ვარკეთილში სახლში ახალგაზრდა ცოლ ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. 
თუმცა მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით "თბილისი ენერჯიმ" განცხადება გაავრცელა.

"ორი ახალგაზრდის CO-თი (ცეო) გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია
სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად CO-ს (ნამწვის) კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის"
;- ნათქვამია განცხადებაში. 

გარდაცვალების რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.