ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

2026-03-03 15:43:43

ხულოში, სოფელ შუა სოფელში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  შემთხვევის ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული და ხანძარი ლიკვიდირებულია.